მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი

03 მაისი 2018, 00:00 2104 ნახვა

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი  გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს  შეუძლიათ დაფინანსება  მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.  

საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი  100 ათასი ლარია, განაცხადების მიღება 10 მაისამდე გაგრძელდება. შესაძლებელია დაფინანსდეს კულტურულ  ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯები, ასევე  დაფინანსების მიღება შეუძლიათ კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით ტრენინგებსა და ვორქშოპებში მონაწილეობის მსურველებსაც

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი