სანქციები მწეველებისთვის

01 მაისი 2018, 00:00 2528 ნახვა

რამდენიმე საათია ქვეყანაში თამბაქოს მოწევა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ადგილებშია ნებადართული. უკვე გაჩნდა შესაბამისი წარწერები თვალსაჩინო ადგილებზე, რომლითაც იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, მეწარმე სუბიექტი ან  საჯარო დაწესებულება გაფრთხილებთ, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში თქვენ დაჯარიმდებით.

თამბაქოს ვერ მოწევთ დახურულ სივრცეში, გარდა საკუთარი სახლისა. კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იზრუნებენ. ჯარიმების გამოწერა სწორედ სამართალდამცველების  კომპეტენციაა.

დღეიდან ასევე იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ღერებით გაყიდვა და რეალიზაცია სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში