მრავალწლოვანი ნერგების თანადაფინანსებით შესყიდვაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. აგროპროექტების მართვის ცენტრში ამბობენ, რომ ფერმერები განსაკუთრებით კაკლისა და მოცვის ნერგების შესყიდვით არიან დაინტერესებულნი.
კულტურების განვითარების ხელშეწყობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტს მეხუთე წელია ახორციელებს.
წელს ბიუჯეტიდან 356 ათასი ლარი დაიხარჯება. პირველი ფაზა დასრულდა, მეორე ეტაპი კი შემოდგომაზე დაიწყება. მსურველებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს უნდა მიმართონ. რა ცვლილებების შეტანას ითხოვენ ფერმერები პროგრამაში?