ხანძრით დაზარალებულები მერის რწმუნებულს შეხვდნენ

27 აპრილი 2018, 00:00 1765 ნახვა

ბაქოს ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი შეხვდა.

იოსებ შერვაშიძის თქმით, 7 დაზარალებულთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და მომავალ კვირას მათ ალტერნატიული ფართის საქირავებლად და პირველად მოხმარების ნივთების შესაძენად თანხა ჩაერიცხებათ. შეთანხმება ვერ შედგა ერთ დაზარალებულთან.

ბადრი აბაშიძის თქმით, მას  100 ათასი ლარის ქონება და 20 ათას ლარზე მეტი თანხა დაეწვა. ოჯახის წევრები საკუთარ ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდნენ. აბაშიძეები  მერის  მივლინებიდან დაბრუნებას და კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდებიან. 

ამავე კატეგორიაში