ნარკოდამოკიდებულების პრევენცია

08 ივლისი 2016, 00:00 3429 ნახვა

ნარკო დამოკიდებულების პრევენცია, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ზიანის შემცირება - არასამთავრობო ორგანიზაციები სახელწმიფოსგან ნარკოპოლიტიკის ეფექტურობისთვის აღნიშნული მიმართულებების გაძლერებას ითხოვენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ძირითადად საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობას მკვეთრად ვერ შეამცირებს. შენიშვნები დღეს არასატავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს გააცნეს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით პოლიციის ბრძოლის ობიექტი ნარკოტრანზიტი და ნარკორეალიზაციაა. რაც შეეხება პრევენციას, მკურნალობა -რეაბილიტაციასა და ზიანის შემცირებას, ძალოვანი მინისტრის მოადგილის განმარტებით ამ კუთხით მუშაობა შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააქტიურონ, მათ შორის ჯანდაცვამ და განათლების სამინისტრომ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით სწორედ ოთხ სვეტიანი - კანონმდებლობა, პრევენცია, რეაბილიტაცია ზიანის შემცირება - ნარკოპოლიტიკის რეალიზაცია გახდება საფუძველი რიგი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციისა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი