დაკავება დიდი ოდენობით ფულის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე

26 აპრილი 2018, 00:00 2140 ნახვა

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა. გამოძიების ინფომრაციით,  ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, მისი კომპანიის ორგანიზებით, თბილისში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში,  კონცერტს გამართავდა ცნობილი მუსიკოსი კრის რი.

ბრალდებულმა, ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულებები ერთ - ერთ საკონცერტო დარბაზთან და ბილეთებით ონლაინ მოვაჭრე კომპანიასთან და მოახდინა 2 ათასი 727  ბილეთის გაყიდვა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 152 ათას 850 ლარი შეადგინა. დანაშაული  7-დან 10 წლამდე პატრიმრობას  ითვალისიწნებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი