ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს დღეს ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებს შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება. ითქვა, რომ წლების მანძილზე ამ მიმართულებით პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა.
მთავარ გამოწვევად კი ოჯახში ძალადობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხები რჩება. შეხვედრას არასამთავრობო ორგანოზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.