ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. პოეტი, რომელსაც წელს 81 წელი შეუსრულდებოდა, აჭარის მწერალთა კავშირისა და მემებ აბაშიძის პრემიების ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი იყო. მის სიცოცხლეში 16, გარდაცვალების შემდეგ კი 3 წიგნი გამოიცა.