დელფინარიუმი სასწავლო დაწესებულებებს შოუზე დასასწრებად 40% ფასდაკლებას სთავაზობს

24 აპრილი 2018, 00:00 4465 ნახვა

ბათუმის დელფინარიუმში ბაღის აღსაზრდელები, მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და ლექტორები ფასდაკლებით ისარგებლებენ.

მათთვის, ბილეთის ღირებულება 15 ლარის ნაცვლად,  17 ივნისამდე, 9 ლარი იქნება.  თუმცა ფასდაკლება არ მოქმედებს ინდივიდუალურად. აქციაში ჩართვა სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებს, მხოლოდ ჯგუფური ვიზიტის შემთხვევაში შეუძლიათ. 

დელფინარიუმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რა შემთხვევაში შეძლებთ ისარგებლოთ ფასდაკლებით. მათი თქმით, საქართველოში მოქმედ ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია დაგეგმოს ჯგუფური ვიზიტი დელფინარიუმში, თუმცა, მანამდე, აუცილებელია, მათ წერილობით მიმართონ მაილზე -  dolphinarium2018@gmail.com და მიაწოდონ შოუზე დამსწრეთა სახელობითი სია.  

დელფინების შოუ ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 16:00 იმართება. სარემონტო სამუშაოების შემდეგ დელფინარიუმში შოუები 21 აპრილს განახლდა. 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა (იმ შემთხვევაში თუ არ საჭიროებს ცალკე დასაჯდომ ადგილს)

http://www.dolphinarium.ge/ka/53-დეტალებისთვის-გადადით-ბმულზეფასდაკლება

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი