''ქართულ ოცნებას'' ბათუმში ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს

23 აპრილი 2018, 00:00 5476 ნახვა

''ქართული ოცნების'' ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლაშა კომახიძე აირჩიეს. მან აღნიშნულ პოზიციაზე ირაკლი ჭეიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ლაშა კომახიძე ბათუმის მოქმედი მერია. 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  რეგიონული კონფერენცია ბათუმში დღეს დილიდან მიმდინარეობს. 

შეხვედრას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. 

დღესვე ''ქართული ოცნების'' ყრილობის დელეგატებიც აირჩიეს. დელეგატები ლაშა კომახიძე, ფატი ხალვაში, ირაკლი ჭეიშვილი, ნატალია ზოიძე, მანანა ჯორბენაძე, თამაზ სალუქვაძე, ბესარიონ გოგოტიშვილი, ზურაბ ნაკაიძე, თამაზ დევაძე, სულიკო თებიძე, ლაშა სირაბიძე,  ნინო ჩხეტია, ლადო მგალობლიშვილი და თეა ფხაკაძე იქნებიან. 

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრებად კი ფატი ხალვაში, ირაკლი ჭეიშვილი, ნატალია ზოიძე, ნინო ჩხეტია და ჯუმბერ კობალაძე დაასახელეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციის ხელმძღვანელები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეიცვლებიან. 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  რეგიონული კონფერენციები 30 აპრილს ხულოში, შუახევში, ქედაში და ხელვაჩაურში, ხოლო პირველ მაისს კი ქობულეთში გაიმართება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი