„ნაგვის რთველი“-სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვის სანაპირო დაასუფთავეს. აქციაში ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი “ანრი”-ს სტუდენტები და უბრალო მოქალაქეები ჩაერთვნენ რომლებმაც ღონისძიების შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგეს.
აქციის ორგანიზატორის თქმით დასუფთავების აქციას ყოველ კვირეულად მართავენ დღევანდელი ღონისძიება კი სპეციალურად დედამიწის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს.