ბათუმის სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი საკრებულოს გადაეგზავნება

18 აპრილი 2018, 00:00 1695 ნახვა

განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც ქალაქს პირველად გაუჩნდა, ბათუმის მერი დასამტკიცებლად საკრებულოს ზეგ წარუდგენს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმი გახდება მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველი ქალაქი, ის მზად არის საზოგადოების მოსაზრებები მოისმინოს, საჭიროების შემთხვევაში კი შენიშვნები გაითვალისწინონ.

240 გვერდიან დოკუმენტში ათი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა გამოყოფილი. სახელმძღვანელო დოკუმენტზე 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი