18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. თარიღს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სპეციალური პროგრამით ''ჩემი მემკვიდერობა''აღნიშნავს. უწყების ორგანიზებით დღეს პეტრას ციხეზე მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ჩატარდა დისკუსია, ვორქშოპი და ინტელექტუალური თამაშები.
კვირეულის ფარგლებში, მსგავს ფორმატში შეხვედრები შუახევში ოქროპილაურას ციხეზე და ქედაში მახუნცეთის თაღოვან ხიდზე გაიმართება. დაგეგმილია ექსკურსიებიც. პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცნობადობის გაზრდა. ძეგლების დღე იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით 1983 წლიდან აღინიშნება.