გამოსახლება, რომელიც სცილდება აქამდე არსებულ შემთხვევებს და პრაქტიკას – ორი ოჯახი სახლს იმიტომ კარგავს, რომ იგი ნოტარიული წესით ინვესტორს მიანდო, რომელმაც ტერიტორია იპოთეკით დატვირთა, აქედან რამდენიმე თვეში მევალემ ობიექტი აუქციონის წესით გაასხვისა, ბიზნესმენი კი გარდაიცვალა. გაუგებრობაში მოხვედრილი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.