ბათუმში მე-14 საბავშო ბაღში მომხდარ შემთხვევას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქზე

17 აპრილი 2018, 00:00 3298 ნახვა

ბათუმში მე-14 საბავშო ბაღში მომხდარ შემთხვევას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქზე. როგორც იცით მშობელმა პოლიცია გამოიძახა, იგი აცხადებს რომ პარაზიტზე ანალიზის აღებისას, მისმა შვილმა, გახდის გამო სტრესი განიცადა, ახლა კი ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს, გარდა ამისა მისი თქმით პროცედურა ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე ჩატარდა.

ზოგადად დავინტერესდით არსებობს თუ არა ე.წ. გაიდლაინი, ანუ იცავენ თუ არა მედიკოსები რაიმე წესებს მოზარდებისთვის აცრების გაკეთებისას, ან სინჯების აღებისას – აღმოჩნდა რომ ასეთი კონკრეტული წესები არ არსებობს.

დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს არსებული პრაქტიკაა – აცხადებენ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებში. მიუხედავად ამისა ცნობილი გახდა რომ დღეიდან სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საბავშვო ბაღებში შესაბამის პროცედურას ატარებს, მოზარდების ანალიზებს ინდივიდუალურად, ანუ განმარტოებით აუღებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი