პენტაგონმა სირიაზე მიტანილი იერიშების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ფოტომასალაში დეტალურად არის ნაჩვენები აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების სამი სამიზნე. მათ შორის არის კვლევითი ცენტრი.
სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ, ასევე ამ იარაღის საცავი და ბუნკერი. ფოტოებზე ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყურებოდა შენობები მანამდე და სარაკეტო დარტყმების შემდეგ. დასავლეთის კოალიციამ ფრთოსანი რაკეტები დამასკოსა და ჰომსის მიმართულებით გაუშვა. პენტაგონის მტკიცებით, ყველა სამიზნე განადგურებულია. სამხედრო ოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია.