ბათუმში ნისლიანი და გრილი ამინდია მოსალოდნელი

10 აპრილი 2018, 00:00 2710 ნახვა

ფოტო: დათო ტრაპაიძე

აჭარაში, უახლოეს დღეებში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ნისლისა და ზღვის წყლის ტემპერატურის დაბალი მაჩვენებლის გამო, სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მთაში.

მომდევნო 2 დღის განმავლობაში ბათუმსა და ქობულეთში +17, +19, ხულოსა და შუახევში კი +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობში +26, +28, აღმოსავლეთის ბარში კი +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი