მსგავს ობიექტებზე ზედამხედველობის პროცესის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა დაიცვან.
პრეზიდენტი პროფკავშირებთან და სხვა ინტერეს-ჯგუფებთან კონსულტაციებს აანონსებს. “ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყოს სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისას“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის თქმით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ახალ რეგულაციებზე უნდა იმსჯელონ.