ზუკა ფაღავას დღეს დაკრძალავენ

05 აპრილი 2018, 00:00 2388 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელ ზუკა ფაღავას დღეს დაკრძალავენ. ის 30 მარტს, კლინიკა ,,მედ-ცენტრში” გარდაიცვალა. მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. 

არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ. სწორედ ამიტომ მაუწყებელმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალური წერილით მიმართა. ''იმედი გვაქვს, რომ სააგენტო დროულად შეძლებს რეაგირებას. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით კი შევძლებთ,  ზუკა ფაღავას გარდაცვალების მიზეზებზე ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვიცოდეთ,” -ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.  

სამედიცინო რეგულირების სააგენტოში რამდენიმე წუთის წინ, დაგვიდასტურეს, რომ უწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზის შესასწავლად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. ნებართვის მიღების შემდეგ კი, სააგენტო ფაქტის მოკვლევას დაიწყებს.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ცხედარი, პროკურორის თანდასწრებით ვიზუალურად დაათვალიერეს.

ასევე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი