ზურაბ პატარაძე: ''ბათუმის იახტკლუბის გასხვისება არ იგეგმება''

04 აპრილი 2018, 00:00 1814 ნახვა

ბათუმის იახტკლუბი შესაძლოა იჯარით გაიცეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზურაბ პატარაძე, იჯარის დეტალებსა და კონკრეტულ კომპანიაზე ჯერ-ჯერობით ვერ საუბრობს. ამბობს, რომ იახტკლუბი საერთაშორისო ბაზარზე, ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი უნდა გახდეს, ამისთვის კი მუშაობა დაწყებულია. 

​''ბათუმის იახტკლუბის გასხვისება არ იგეგმება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იჯარით გაცემის საკითხს განვიხილავთ. რა ვადით გაიცემა მოლაპარაკების საკითხია. შესაძლებელია ათი წლით, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. გვსურს, ჩვენს რეგიონში სხვადსხვა ქვეყნიდან იახტები შემოვიდნენ, ამისთვის კი ყველაფერი გაკეთდება'' - ამბობს პატარაძე.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, დაგეგმილია სამ მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება. 

მოლაპარაკების პროცესში აქტიურად არის ჩართული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ზურაბ პატარაძე ირწმუნება, რომ მთავრობა საუკეთესო ვარიანტს შეარჩევს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი