გაფიცვის და შიმშილობის მესამე დღე ბათუმის პორტში

04 აპრილი 2018, 00:00 1828 ნახვა

შიმშილობის მესამე დღე.  პორტის თანამშრომელთა ნაწილი მუშაობაზე კვლავ უარს აცხადებს და კვლავ გენერალური დირექტორის გადადგომას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა სპეციალური განცხადება გააკეთა და ღიად განაცხადა, რომ  პორტში დაგეგმილი რეორგანიზაცია შეჩერებულია.

ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ გუშინ გვიან ღამით სამართალდამცველებს  გამოძიების თხოვნით მიმართა. შსს აცხადებენ, რომ პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გემი ნავსადგურში ვერ შევიდა, რადგან თანამშრომელთა ნაწილმა, მცირე ზომის ხომალდებით, ხელოვნურად ჩახერგა ზღვით შესასვლელი. მოშიმშილეები, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი