მეშვიდე სკოლის დირექტორი: კლიპს იღებდნენ და შემთხვევით დაჭრა

03 აპრილი 2018, 00:00 2650 ნახვა

ბათუმში, მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ, დღის მეორე ნახევარში მეექვსე კლასის მოსწავლე დაჭრეს.

მეშვიდე სკოლის დირექტორი დღეს ამბობს, რომ მოსწავლეები კლიპს იღებდნენ, ერთ-ერთი მოზარდის დაჭრა კი შემთხვევითობა იყო.

განსხვავებულ ინფორმაციას ფლობდა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი გუშინ. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შორენა ქონიაძემ განაცხადა, რომ ბავშვი დაშავდა, დაჭრის შესახებ ინფორმაცია კი არ ჰქონდა. ინციდენტის დეტალები არ იცოდა, რადგან შემთხვევა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლის ტერიტორიის მიღმა მოხდა. 

‘’გაკვეთილები დასრულდა, დამრიგებელმა ბავშვები სახლში გააცილა. ცოტა ხანში მოვიდნენ და თქვეს, რომ მოსწოვლე იყო ცუდად,  სასწრაფო  და პოლიცია იყო მოსული. გავედი მეც. ბავშვი ექიმებს უკვე წაეყვანათ. ამბავს თვითმხილველიც კი არა ყავს, ჩხუბის ხმაც კი არავის გაუგონია’’ - ამბობდა დირექტორი.

ინციდენტის შემდეგ მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მოსწავლე, სავარაუდოდ, მისივე კლასელმა დაჭრა. 

12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში ფეხზე ჭრილობით შეიყვანეს, სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი