ბათუმის პორტის თანამშრომელთა ნაწილი შიმშილობას იწყებს

02 აპრილი 2018, 00:00 2503 ნახვა

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები დირექტორის გადაყენებას ითხოვენ. ისინი ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

თანამშრომელთა ნაწილი შიმშილობასაც იწყებს.

''სანამ დირექტორი არ გადადგება, ჩვენ შიმშილობას არ შევწყვეტთ. ვიდგეთ დღის ბოლომდე, სანამ შევძლებთ. შემდეგ მორიგეობა დავაწესოთ. ჩვენ 6 კაცი მარტოც ვიქნებით, პრობლემა არაა, მაგრამ უმჯობესია ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ'' - მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.. 

ბათუმის პორტში დასაქმებულები ირწმუნებიან, რომ  დაწესებულებაში რეორგანიზაციის პროცესი ფარულად მიმდინარეობს. სამსახურის გარეშე კი დაახლოებით 30 მოქალაქე დარჩება.  

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მენეჯმენტს თანამშრომლებთან განმარტებები არ გაუკეთებია.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი