ფინანასურმა პოლიციამ ულიცენზიო 6 სათამაშო აპარატი დალუქა

30 მარტი 2018, 00:00 1635 ნახვა

ფინანსთა სამინისტრომ, ბათუმში, სენაკსა და თბილისში ადამიანთა ჯგუფი გამოავლინა. სამართალდამცველების მტკიცებით, ისინი უკანონოდ იღებდნენ  შემოსავალს ულიცენზიო სათამაშო აპარატების მეშვეობით. 

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ულიცენზიოდ  მოქმედი 6  სათამაშო აპარატიც ამოიღეს და დალუქეს.

ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია უწყებამ დღეს გაავრცელა: "გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფს დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა არ ჰქონდათ" - წერია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი