ხვალ საქართველოში გამოიდარებს, ზეგ კი საგრძნობლად დათბება.
ღამის საათებში ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დატოვებს საქართველოს, რის შემდეგაც შეიქმნება მყარი ანტიციკლონური სიტუაცია, რომელიც უნალექო ამინდს განაპირობებს. დილის საათებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
1 აპრილს, კვირას, საქართველოში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.