ბათუმის ნავსადგურში ორი სამხედრო თურქული გემი ''TCG ფათიჰი'' და ''TCG ვოლკანი'' შემოვიდა.
ორ აპრილს კი, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან სწავლებაა დაგეგმილი. გემები სამხედრო-საზღვაო წვრთნების ,,ზღვის ვარსკვლავი 2018"- ის ფარგლებში შემოვიდნენ.
სამხედრო სწავლება, თურქეთსა და საქართველოს შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.