საქართველო  რუს  დიპლომატს  აძევებს

29 მარტი 2018, 00:00 1898 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის ქვეყნებმა. ასევე აშშ-მა, კანადამ, ნორვეგიამ და უკრაინამ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი