პოლიტიკური რეტინგები არჩევნებამდე 6 თვით ადრე

13 აპრილი 2016, 00:00 5963 ნახვა

პოლიტიკოსების რეიტინგი, ამომრჩეველსა და დეპუტატებს შორის კომუნიკაცია, ნდობის მაჩვენებელი სახლემწიფო ინსტიტუტებისადმი - ამ და სხვა მიმართულებითაა ასახული მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობა "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევაში. შედეგების მიხედვით, ამომრჩეველსა და პარლამენტარებს შორის კომუნიკაცია არის მინიმალური. კვლევის მიხედვით, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის ნდობის მაჩვენებელი, არის ერთერთი ყველაზე დაბალი.

გამოკითხულთა 60 პროცენტი მხარს უჭერს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი. ნაწილს კვლავ სურს ბიძინა ივანიშვილი მართავდეს ქვეყანას, ოღონდ ოფიციალური სტატუსით. რას უკავშირდება კვლევის ამგვარი შედეგები და რატომ არ ენდობა პოლიტიკოსების ნაწილი მონაცემებს - ქართველი ექსპერტები განმარტავენ.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში