კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში სასტუმრო განთავსდება

26 მარტი 2018, 00:00 3806 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პერიოდის სახლში მალე სასტუმრო განთავსდება. ბულვარის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ძეგლს, სადაც ათეულობით წლის წინ ქალაქის თავი ცხოვრობდა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს კი ფოსტა და სასამართლო იყო განთავსებული, ფასადი და არქიტექტურა უნდა შეუნარჩუნდეს – ეს არის ის პირობა, რისი დაცვის გარანტიითაც გაიცა ნებართვა მშენებლობაზე.  

მოსამზადებელი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროექტი შეთანხმებულია. საზოგადოება “ბათომი” მშენებლებს მოუწოდებს ობიექტს რომელიც ქალაქის ისტორიას ატარებს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში