ზურაბ პატარაძემ სიანიანის ავტომწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა

26 მარტი 2018, 00:00 1351 ნახვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სიანიანში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  და ბათუმის მერი სიანიანის ავტომწარმოებელ ქარხანას ეწვივნენ და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაიწყო მოლაპარაკებები ბათუმში ჩინურ-ქართული ერთობლივი ავტოსაწარმოს გახსნის შესახებ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარაში აქტიურად გრძელდება როგორც საქალაქო, ასევე ურბანული ტრანსპორტის განვითარებისა და ავტოპარკის განახლების პროცესი. 
 

ამავე კატეგორიაში