დაკავება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე

24 მარტი 2018, 00:00 3369 ნახვა

გონიოში, ქობულეთსა და თბილისში პოლიციამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონიოსა და ქობულეთში,  6 პირი, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე ამხილა.

გამოძიების ინფორმაციით მხილებულები საკუთარ და დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროების ნომრებსა და ფართებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი