პუტინის მეოთხე ვადა

19 მარტი 2018, 00:00 2563 ნახვა

მოქალაქეების კეთილდღეობა უპირველეს ყოვლისა, თავდაცვამ და უსაფრთხოებამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა - ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მოსალოდნელი შედეგების მიღების შემდეგ, საკუთარი მეოთხე ვადის პრიორიტეტების შესახებ განაცხადა.

კრემლის ლიდერმა წინასაარჩევნო კამპანიის შედეგებით კმაყოფილება გამოთქვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტს 56 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. დამოუკიდებელი დამკვირვებლები შედეგებს არ ცნობენ, ამასთან ჩატარებულ არჩევნებს კრიტიკულად აფასებს ეუთო.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში