პირდაპირი მიყიდვის გზით გასხვისებული ქონებები-მესამე სექტორი  შესაძლო კორუფციაზე საუბრობს

19 მარტი 2018, 00:00 2640 ნახვა

2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით მნიშვნელოვანი საინვესტიციო პირობით 8 ობიექტი გასხვისდა – მონაცემებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს. ორგანიზაცაიში მიიჩნევენ, რომ ორივე მიმართულებით რეალობა გეგმას ჩამორჩება - კომპანიებს სრულად არც საპრივატიზებო საფასური აქვთ გადახდილი და დათქმულ დროს არც პროექტების განხორციელება დასრულებულა. მიუხედავად ამისა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კომპანიებს სანქციებს არ უწესებს.

საკვლევე პერიოდში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისებულია 62 ათას 444 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 8 ათას 737.23 კვ/მ შენობა- ნაგებობა. 8 იურიდიული პირიდან, რომელსაც ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა, 4 რეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე თვით, ერთ შემთხვევაში კი რამდენიმე დღით ადრე. პირდაპირი წესით მყიდველი 8 კომპანიიდან ოთხი პოლიტიკური შემომწირველია. ორგანიზაცია კორუფციის შესაძლო რისკებს ხედავს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში