ბავშვები ქუჩაში

02 მარტი 2018, 00:00 5197 ნახვა

ბავშვის უფლებების კიდევ ერთი აშკარა დარღვევის ფაქტი საქართველოში – ფეისბუქში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იგერიებს ახალგაზრდა ქალი ბავშვის გამოყენებით კაცს, ფაქტობრივად ესვრის მცირეწლოვანს.

ჩანს ჩხუბი და მოქალაქეები, რომლებიც მოზარდის დასაცავად არაფერს აკეთებენ – კადრები რამდენიმეწამიანია და არ ასახავს სრულ სურათს. ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი იკვლევს.

ვიდეომ ისევე, როგორც ცოტა ხნის წინ, 3 წლის მოზარდის მიერ, უფროსების წაქეზებით სიგარეტის მოწევის ფაქტმა, კრიტიკა გამოიწვია საზოგადოებაში. ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებში ამბობენ, რომ პრობლემა სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც ვერ იცავს მოზარდის უფლებებს, საზოგადოებაშიცაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი