ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე გარდაიცვალა

28 თებერვალი 2018, 00:00 3368 ნახვა

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.  

13 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა.

ბარათაშვილის ქუჩიდან კლინიკებში სულ ექვსი მოსწავლე გადაიყვანეს – სამი  ინგოროყვას საავადმყოფოში, სამი კი „ამტელ ჰოსპოტალში“ მოათავსეს.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა არასრულწლოვნებს დაეცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი