ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. ინფორმაცია ამის შესახებ სტუდენტებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააცნო. აგროსერვისცენტრში სტაჟირების პროგრამა გასულ წლებშიც გაიარეს, პროგრამის გავლის შემდეგ კი 3 სტუდენტი დასაქმდა. სტაჟირება 6 თვიან პრაქტიკას მოიცავს, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები სასათბურე და თანამედროვე მეურნეობაში მუშაობის პრაქტიკულ მეთოდებს შეისწავლიან. სტუდენტები სტაჟირების დროს შესრულებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციებს წარმოადგენენ. სტაჟირების შედმეგ კი სერთიფიკატები გადაეცემათ.