ბომბი საქორწინო საჩუქარში

25 თებერვალი 2018, 00:00 3378 ნახვა

ინდოეთში ახალშეუღლებული ცოლ-ქმარი ბომბზე აფეთქდა, რომელიც უცნობებმა მათ ერთ-ერთ საქორწინო საჩუქარში ჩაუდეს.  ინციდენტი ოდიშას შტატში საქორწინო წვეულების  შემდეგ მოხდა.  საჩუქრების გახსნისას ერთ-ერთი მოულოდნელად აფეთქდა.  


ადგილზე დაიღუპა  სიძის ბებია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი მოგვიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.  ცოლი კი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება.  პოლიცია დამნაშავეებისა  და ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპის დადგენას ცდილობს. 

ამავე კატეგორიაში