აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე დიდთოვლობაა, რაც ამ ადგილებისთვის უჩვეულოა. შტორმსა და ქარიშხალს იტალიის ბოლონიაში ძლიერი თოვა მოჰყვა. ადგილობრივი თოვლმწმენდი ტექნიკა უამინდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. ხორვატიაში ერთ დღეში მოსულმა ნალექმა კი ავტობანების დაბლოკვა გამოიწვია. უხვი ნალექი მოვიდა საბერძნეთშიც.