ძველი ბათუმის ისტორიული ნაწილი შენარჩუნდება - ზურაბ პატარაძე 

20 თებერვალი 2018, 00:00 2570 ნახვა

‘’ძველი ქალაქის ისტორიული ურბანული ქსოვილის შენარჩუნება და გაფრთხილება ჩვენი მთავრობის მთავარი მოტივაციაა’’ – განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გააკეთა. ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძველი ბათუმი დაცული იქნება და  აღნიშნულ ზონაში მაღალი კორპუსები აღარ აშენდება.

‘’გვსურს, რომ ქალაქის განვითარდეს, დაცული იყოს სივრცითი მოწყობა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. იმართება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. მათი ძირითადი მოთხოვნაა სპონტანური მშენებლობები არ დაიწყოს. ჩვენი არაერთგზის განცხადების მიუხედავად, რომ ეს ზონა დაცული იქნებოდა, გარკვეული ჯგუფი მაინც სკეპტიკურად იყო განწყობილი, ჰქონდათ იმედგაცრუება, რომ შესაძლოა იყოს ცდუნება და ძველ ბათუმში მაღალი კორპუსების მშენებლობა მაინც დაიწყოს’’ - ამბობს ზურაბ პატარაძე.   

ძველი ბათუმის ისტორიულ კულტურული საყრდენი გეგმა მზად არის. დოკუმენტი მერიის დაკვეთით შპს "გეოგრაფიკმა" გასული წლის ბოლოს მოამზადა.

მერიის ინიციატივით მომზადებულ დოკუმენტს უახლოეს პერიოდში საკრებულოში განიხილავენ, დამტკიცების შემდეგ კი ისტორიული ნაწილის დაცვის, ახალი მექანიზმები ამოქმედდება.

დოკუმენტის მიხედვით, ისტორიული დამცავი ზოლი და ბუფერული ნაწილი ჰ. აბაშიძის (ყოფილი გრიბოედოვის) ქუჩიდან დაიწყება და ქალაქის ძველ ნაწილამდე გრძელდება. ნაწილობრივ დაცვის ზონაში მოხვდება ა.პუშკინის და ვ.გორგასალის ქუჩებიც.

ბოლო წლებში, ბათუმის ისტორიულ ნაწილში ბევრი ისტორიული და ქალაქისთვის დამახასიათებელი შენობა დაინგრა. ნაწილობრივ დაარღვია ქალაქის ისტორიული ქუჩების ურბანული ქსოვილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი