მერიის აკრძალვის მიუხედავად, ავტობაზრობა აღმაშენებლის ქუჩაზე მაინც ფუნქციონირებს. შაბათ-კვირას მეპატრონეებს მანქანები ტერიტორიაზე ისევ გაჰყავთ. თვითმართველობის გადაწყვეტილებით, ბაზრობისთვის ტერიტორია მოქალაქეებს გოგოლის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყოთ.
ქალაქის მერი ირწმუნება, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე უკანონო ბაზრობა აღარ იქნება და ის პირები, რომლებსაც მანქანები თვითნებურად გამოჰყავთ, აუცილებლად დაისჯებიან.