აჭარის  კონსტიტუციაში  შესატანი  ცვლილებები-განხილვა  დემოკრატიის  სკოლაში

08 თებერვალი 2018, 00:00 2340 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები განიხილეს დღეს ბათუმის დემოკრატიის სკოლაში. საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს ცვლილებებზე,  რომელიც დოკუმენტში უახლოეს პერიოდში აისახება. შეკითხვების ძირითადი ნაწილი ინსტიტუციო მოწყობის საკითხებს, რეგიონში დამატებითი სამინისტროს შექმნას,  და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ეხებოდა.

კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე ამბობს,  რომ დოუკმენტის მთავარი ხარვეზი აჭარისთვის ფართო დელეგირებული უფლებების არ ქონაა.  ცვლილებების საჯარო განხილვა გასულ კვირას დასრულდა. შეხვედრები გაიმართა ბათუმსა და ყველა მუნიციპალიტეტში. უახლოეს პერიოდში დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს კომისიებში განიხილავენ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი