ვის გადაეცა ფერმერებისთვის განკუთვნილი ნერგები?

07 თებერვალი 2018, 00:00 2141 ნახვა

70 პროცენტიანი თანადაფინანსებით ნერგები საჯარო მოხელეებისთვის – “ნაციონალური მოძრაობა” სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრალდებებს უყენებს. ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში ნერგები “ქართული ოცნების” აქტივისტებს გადასცა.

სხვადასხვა ჯიშის ხეხილის ნერგები აქვს მიღებული ბათუმის, ქობულეთისა და ხულოს საკრებულოს წევრებს. პროგრამა არ ზღუდავს მოქალაქეებს, ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობა და ნერგების ყიდვა, თუმცა არსებობს კრიტერიუმები, ერთ-ერთი ასეთი კი მიწის ფლობა და მისი პერიოდული დამუშავებაა.

პრობლემას ქმნის ერთი დეტალი – ვერავინ და არავინ აკონტროლებს რეალურად როგორ მოიხმარა მყიდველთა უმრავლესობამ შეძენილი ხურმის, თუ მოცვის ნერგი, ანუ რეალურად დარგო, გააჩუქა, გაყიდა, თუ გაახარა და მოსავალიც მიიღო.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი