მოსკოვში დიდთოვლობაა. ყინულისა და თოვლის სიმძიმის გამო ქალაქში ორი ათასამდე ხე წაიქცა. ერთი ხე მოქალაქეს დაეცა. იგი ადგილზევე დაიღუპა. კიდევ ხუთმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მოსკოვის ხელისუფლება მოსახლეობას ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
რუსეთის ცენტრალური ნაწილის ექვს რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული ავარიის გამო 40 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოსკოვის სამ აეროპორტში შეფერხებულია ავიამიმოსვლა. მეტეოროლოგების ცნობით, მოსკოვში თოვა უახლოესი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.