ხულოს საბავშვო ბაღებში დღეს აღსაზრდელები არ გამოცხადნენ და სასწავლო პროცესი შეწყდა. მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები პრობლემას ელექტრომომარაგებაში არსებულ შეზღუდვებსა და გზებს უკავშირებენ, რომლის გაწმენდაც ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება სკოლებს. 49 საჯარო სკოლიდან 31-ში სასწავლო პროცესი დღეს არ განახლებულა.
მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს , ხოლო დაბა ხულოში ნახევარ მეტრს გადააჭარბა.
შუახევში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. სამ საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. სასწავლო პროცესი ასევე 15 საჯარო სკოლაში შეწყდა.