მეწყერმა ქედაში საავტომობილო გზა ნაწილობრივ ჩაკეტა

31 იანვარი 2018, 00:00 2072 ნახვა

ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ცხემნასთან მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო გზაზე ქვის ლოდებიც ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტექნიკა შემთხვევის ადგილას მალე მივა გზას კი დღესვე მოაწესრიგებენ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი