ლევან გორგაძეს გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცა

27 იანვარი 2018, 00:00 1811 ნახვა

სპორტსმენს გამარჯვება “მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. „გილოცავთ, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდა! ლევანი პირველი ქართველი და მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო. გილოცავ ლევან, საამაყო კაცი ხარ!“ – წერს პრემიერი „ფეისბუქში“.

”გილოცავთ ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ისტორიული გამარჯვებით იმპერატორის თასი მოიპოვა!” წერს გიორგი მარგველაშვილი. გილოცავთ ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას - სუმოისტ ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის მოგებას! ლევანი არის პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო! წერს ირაკლი კობახიძე

ამავე კატეგორიაში