ოპოზიციის მოსაზრებას, რომ რეგიონის უფლებამოსილებები აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქციით სუსტდება მმართველ გუნდში არ იზიარებენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არგუმენტად ერთ-ერთი ცვლილება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებული იქნება, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშით წარსდგა, რაც დავით გაბაიძის თქმით, უმაღლესი საბჭოს საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.