ბათუმში, მემედ აბაშიძის 60 ნომერში, ცხრასართულიანი კორპუსთან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთ ბინაში, გაზის გადამყვანი რეზინის მილი დაზიანდა, თუმცა მაშველების მისვლამდე მოქალაქეებმა ცეცხლის ჩაქრობა და პრობლემის მოგვარება შეძლეს.
ინფორმაცია ‘’სოკარში’’ გადავამოწმეთ, სადაც ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის მილის დაზიანების შესახებ ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შესულა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.