პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

20 იანვარი 2018, 00:00 2066 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რასაც ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ეფუძნება. საუბარი შეეხო ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიც.

აღინიშნა, რომ საერთო მიზნების მისაღწევად, საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ფორმატში, კოორდინირებულად უნდა იმუშაონ. მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.  უკრაინის შემდეგ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა.  ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, მეჯლისისა და საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარესთან გამართავს. ირაკლი კობახიძე, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი