მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი გახდა

18 იანვარი 2018, 00:00 2910 ნახვა

მძღოლებისა და გადამზიდი კომპანიების ხელმძღვანელების მოთხოვნის საფუძველზე, ბათუმის საკრებულომ მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაზარდა. პირველი თებერვლიდან ქალაქის ტერიტორიაზე, მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება.

საფასური არ შეცვლილა მუნიციპალური ავტობუსებისთვის და კვლავ 40 თეთრი დარჩება. მძღოლები ამ მოთხოვნას, ინფლაციით, ტრანსპორტის მომსახურებისა და საწვავის გაძვირებით ხსნიან. ოპოზიცია კი მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების გაკონტროლებას ითხოვს, რის პირობაც დღეს მერიამ გასცა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი